ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222324
25
2627282930  

სიახლეები

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებებთან მუშაობა დაიწყო

9 ივნისი, 2017
/res/images/images/batumi_09.06.2017.jpg

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულებებთან მუშაობა დაიწყო. პირველი შეხვედრები ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გამართეს. შეხვედრას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები დეტალურად გააცნეს.
„სტანდარტების სწორად დანერგვა და განხორციელება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის მკვეთრ ზრდას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დანერგვას წინ უძღოდეს ხელშემწყობი ღონისძიებები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ის დაწესებულებებს მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე შერჩეულია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც დაიწყება პილოტირება ცენტრის მხარდაჭერითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. საპილოტედ შერჩეულ დაწესებულებებს შორის ერთ-ერთია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პილოტირება პროექტ Study in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონშიც გაგრძელდება. .

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge