კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
27282930   

სიახლეები

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ლიცენზიის მოსაპოვებლად მორიგი ნაბიჯი გადაიდგა

21 ივნისი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამედიცინო უნივერსიტეტის განმავითარებელი შეფასების განხორციელებას. განმავითარებელი შეფასების პროცესი ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით წარიმართება და მასში გათვალისწინებული იქნება მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი.

შეფასებაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო ამ პროცესს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი დააკვირდება.

„პროცესი დაეხმარება სამედიცინო უნივერსიტეტს მიღებული შეფასების შედეგები და რეკომენდაციები გაითვალისწინონ დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის, პროცესი ასევე დაეხმარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს - მოიპოვოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ლიცენზია, რომლითაც სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების საერთაშორისოდ აღიარებულ აკრედიტაციას განახორციელებს. საერთაშორისო აკრედიტაცია კი  დაეხმარება სტუდენტებს როგორც უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში, ასევე გლობალურ ბაზარზე დასაქმებაში“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge