კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
27282930   

სიახლეები

მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

26 ივნისი, 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების პილოტირება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი პილოტირების პროცესის დაკვირვებას ეტაპობრივად აწარმოებს და შეფასების ანგარიშებს წარმოადგენს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონიტორინგის ჯგუფმა შეფასებისა და მონიტორინგის პირველი და მეორე ეტაპის შედეგები წარმოადგინა. კურსის მონიტორინგი მიზნად ისახავს მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების ეფექტურობის, მოსწავლეების საჭიროებებთან მათი შესაბამისობის და პროგრამაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შეფასებას, ასევე, პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას.

მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციები საგანმანათლებლო დაწესებულებებს კურსების გაუმჯობესებასა და განვითარებაში დაეხმარება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge