კალენდარი

arrow ივლისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272930
31      

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საორიენტაციო კურსების გასაუმჯობესებლად

6 ივლისი, 2017


საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების პილოტირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და პილოტირებაში ჩართული პროფესიული დაწესებულებების წარმომადგენლები.

საორიენტაციო კურსების მასწავლებლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს მიღწეული წარმატებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები და ერთობლივად დასახეს მათი გადაჭრის გზები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge