კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
27282930   

სიახლეები

2017-2018 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი 25 ივლისს დაიწყება!

10 ივლისი, 2017


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

2017-2018 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისის 12:00 საათზე და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.


მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და სტუდენტებს დახმარებას გაუწევს: ტელ.: (+995 32) 2 200 220 (შიდა 3599).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 21 ივლისიდან.

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე 23 აგვისტოს. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 27 ივლისს, 8 და 15 აგვისტოს, 11:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მობილობის ახალი ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge