კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11
12
1314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

24-28 ივლისს, ცენტრს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველი და საერთაშორისო ექსპერტები ეწვევიან

21 ივლისი, 2017


ცენტრმა , 2017 წელს დაიწყო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედრაციასთან ( WFME) თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს დაგეგმილია ფედერაციისგან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის უფლების მოპოვება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შეფასების პროცესს , ახალი სტანდარტების შესაბამისად, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოწვეული უცხოელი ექსპერტები განახორციელებენ:
1. ენდი გიბსი, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე/დიდი ბრიტანეთი- აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უმაღლესი განათლების სექტორში, 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შოტლანდიის ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს დანერგვაში. აქვს მედიცინის მიმართულებით სასწავლო შედეგებზე დაფუძნებული კვალიფიკაციების, საგანმანათლებლო სტანდარტებისა და კურიკულუმების შემუშავებაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. ის გახლავთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი კვალიფიკაციების აღიარების საკითხებში აზერბაიჯანში. ასევე, ხელმძღვანელობდა ტემპუსის მიერ დაფინანსებულ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანერგვის მისიას ყირგიზეთში.
ის, კარგად იცნობს უცხოური აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციების აღიარების პოლიტიკასა და პრაქტიკას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო კვალიფიკაციების შედარებისა და აღიარების“ ეროვნული სააგენტოს (www.naric.org.uk) საზედამხედველო კომიტეტის წევრი,
ენდი გიბსი, მიწვეული იყო როგორც ექსპერტი/ჯგუფის ლიდერი/კოორდინატორი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებში მრავალ ქვეყანაში (ნიდერლანდები, საფგრანგეთი, ლიტვა, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, და სხვა).
2. მილდა ზეკაუსკიენე , ექსპერტთა ჯგუფის წევრი/ ვილნიუსი, ლიტვა - არის Vilniaus Kolegija-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს, ფსიქოთერაპიისა და „ოკუპაციური თერაპიის“ პროგრამის კომისიებს; არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „მასწავლებელთა შერჩევისა და საატესტაციო კომისიის“ წევრი, კოორდინირებას უწევს “უმაღლეს განათლებაში ფსიქოთერაპიის ევროპული ქსელის“ ლიტვის ოფისს (ENPHE – www.enphe.org). ვილნიუსის უნივერსიტეტის სახელით, როგორც ექსპერტი მონაწილეობდა „ევროპის საგანმანათლებლო სრუქტურების თიუნინგის“ პროექტში. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი თემაზე - „ფიზიოთერაპიის პროფესიული განათლების კურიკულუმის მოდელირება“.
3. ტეუფიკ ნავარი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME ) მრჩეველი. ბატონი ნავარი გახლავთ კანადის შერბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია , როგორც აკადემიურ , ასევე სამედიცინო სფეროში. ის გახლდათ,ნეფროლოგიური განყოფილებისა და მედიცინის დეპარტამენტის უფროსი და ვიცე დეკანი.
ვიზიტის ბოლოს, უცხოელი ექსპერტები, სამედიცინო უნივერსიტეტს წარუდგენენ შესაბამის რეკომენდაციებს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge