კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

სიახლეები

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

25 ივლისი, 2017


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 25 ივლისს 12:00 საათზე და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მუშაობს მობილობის ცხელი ხაზი: ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3599).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 14 221 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
2. სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
3. შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
4. ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის "საზოგადოება ცოდნა";
5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
7. შპს ინტერბიზნესის აკადემია;
8. შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს პორტალზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეებს: 27 ივლისს, 8 და 15 აგვისტოს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მობილობის ახალი ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge