კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
3031     

სიახლეები

ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სემინარების ციკლი დაიწყო

28 ივლისი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 27 ივლისს დაიწყო და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება სემინარების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
სემინარი მიზნად ისახავს გაზარდოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენცია მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.
ეს დროული და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა პროფესიული განათლების რეფორმის, მათ შორის მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. სემინარებში, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, საქართველოს მასშტაბით მოდულური პროგრამების განხორციელებიაში ჩართული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლისათვის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდულური პროგრამებით უნდა ჩანაცვლეს. შესაბამისად, ცენტრი ინტენსურად ახორციელებს ავტორიზებულ დაწესებულებათა და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირებას. აღნიშნული სემინარების ციკლიც ამ მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა მნიშვნელოვანი ნაწილია.
პირველ სემინარს საზოგადოებრივი კოლეჯი მერმისი მასპინძლობს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge