კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველისა და საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი დასრულდა

7 აგვისტო, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ივლისის ბოლოს სტუმრობედნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველი, თიუფიკ ნავარი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ექპერტები. სტუმრები გაეცნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესებს, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის შექმნის პროცედურას. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩევლის წინასწარი შეფასებით უმაღლესი განათლების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, ასევე მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი შესაბამისობაშია მსოფლიოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული გარემოება კარგი საფუძველია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, რათა მოიპოვოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება 2023 წლიდან ჩვენი კურსდამთავრებულების სამედიცინო განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, 2023 წლიდან არ მოხდება იმ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარება, რომლებსაც აკრედიტაცია არ ექნებათ მინიჭებული იმ ხარისხის უზრუნველყოფის ორგანისგან, რომელსაც თავის მხრივ არ ექნება მოპოვებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ფედერაციისგან მოიპოვებს აკრედიტაციის განხორციელების უფლებას, მაშინ მის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას.
ვიზიტის ფარგლებში თიუფიკ ნავარი ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სადაც ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების გამოყენებით დაიწყო პირველი განმავითარებელი შეფასების პროცესი. პროცესში პირველად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.

განმავითარებელი შეფასების პროცესის დაკვირვების შედეგად თიუფიკ ნავარისა და ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები სამედიცინო უნივერსიტეტს დაეხმარება განახლებული სტანდარტებისა და პროცედუერების შესაბამისად ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავტორიზაციის გავლა უწევს 2018 წელს.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველმა შეხვედრა გამართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამედიცინო მიმართულების განმახორციელებელ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული სისტემის შესახებ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თიუფიკ ნავარმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნინო ბერძულსთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა თუ როგორ ხდება დიპლომის შემდგომი განათლების, რეზიდენტურის პროგრამების შეფასება და რამდენად არის აღნიშნული რეგულაციები შესაბამისობაში WFME-ის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან.

გთხოვთ გაეცნოთ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველის, თიუფიკ ნავარის პრეზენტაციას, ჩრდილოეთ ამირიკაში სამედიცინო განათლების აკრედიტაციის სისტემის შესახებ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge