კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

სიახლეები

დამტკიცდა განათლების აღიარების ახალი საფასურები და ვადები

9 აგვისტო, 2017


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N126/ნ ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფახურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებაში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგინდა ახალი საფასურები და ვადები:

ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი;
გ)უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი;
დ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;
ე) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 70 ლარი;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 25 ლარი;
ზ) ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი.

ამასთან, საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.


იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისის საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი კონსულტაციების მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (99532) 2 200220 (*3599) ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე : info@eqe.ge

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge