კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
212223242526
27282930   

სიახლეები

პირველად საქართველოში - საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

22 აგვისტო, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი. ასევე ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.

პირველი სააკრედიტაციო ვიზიტი 22-24 აგვისტოს განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო შეფასებას გაივლის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

შემდეგი სააკრედიტაციო ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტში და შეფასდება არქიტექტურისა და ურბანისტიკის პროგრამები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge