კალენდარი

arrow სექტემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
182021222324
252627282930 

სიახლეები

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ

4 სექტემბერი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

4 სექტემბერს ცენტრს საერთაშორისო ექსპერტთა ორი ჯგუფი ესტუმრა. არქიტექტურისა და ურბანისტიკის მიმართულებით იმუშავებენ ჰერმან ნეუკერმანსი (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე, ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) და ბალინტ ქადარი (ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ურბანული დიზაინის ფაკულტეტი). სამედიცინო პროგრამებს კი შეაფასებენ ალეკსანდარ იოვანოვიჩი (პრისტინას უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, მედიცინის დოქტორი, სერბეთი) და ზვონკო შოშიჩი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხორვატია).

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.

ექსპერტთა ჯგუფი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტში არქიტექტურისა და ურბანისტიკის ინგლისურენოვან პროგრამებს შეაფასებს.

5 სექტემბერს კი ექსპერტთა ჯგუფი შპს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მედიცინის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს შეაფასებს.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge