კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
212223242526
27282930   

სიახლეები

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებებთან მუშაობა გრძელდება

7 სექტემბერი, 2017

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრი დაწესებულებებთან მუშაობას აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს. შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები დეტალურად გააცნეს.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდას და მნიშვნელოვან განვითარებას, ამიტომ ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე ცენტრი დაწესებულებებს ხელშემწყობ ღონისძიებებს სთავაზობს.

შერჩეულია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც დაიწყება პილოტირება ცენტრის მხარდაჭერითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პილოტირება პროექტ Study in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.


მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge