კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111214151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ

20 სექტემბერი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
 21 სექტემბერს ცენტრს ესტუმრება საერთაშორისო ექსპერტი კიელის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი მალტე ბრააკი (გერმანია), რომელიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ინგლისურენოვანი პროგრამის შეფასების პროცესში. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.
ექსპერტთა ჯგუფი, STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკაში ინგლისურენოვან საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას შეაფასებს.
2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge