კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტების ორი ჯგუფი ეწვევა

27 სექტემბერი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

28 სექტემბერს ცენტრს ესტუმრება აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტების ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ - ბრნოს, მენდელის უნივერსიტეტის პროფესორი ბიზნეს/ეკონომიკის დარგში პაველ ზუფანი (ჩეხეთის რესპუბლიკა) და ჰაინც ულრიჰ შმიდტი, სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოის ექსპერტი, როგორიცაა FIBAA და საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდი. ისინი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შეაფასებენ.

საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფს წარმოადგენენ - ლორენ კოუნილონი, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი, ნიცის, სოფია ანტიპოლის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) და ილმონიემი რისტო, ნეირომეცნიერებებისა და ბიომედიცინის ინჟინერიის პროფესორი, აალტის უნივერსიტეტში (ფინეთი). ისინი, STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ორივე ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge