კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

2 ოქტომბერი, 2017


2 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტებთა ორი ჯგუფი ესტუმრა.

მასარიკის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი, ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) მილან პოლი ჯგუფის სხვა წევრ ექსპერტებთან ერთად 3 ოქტომბერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი და საერთაშორისო განათლების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამას შეაფასებს.

მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი, კვიპროსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი (საბერძნეთი) ჯორჯ ანჯელოს პაპადოპულოსი - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორთან, აზირ ალიუსთან (სკოპიე, მაკედონია) ერთად 3 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას შეაფასებს. ხოლო 4 ოქტომბერს დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიდ მონაცემთა სისტემების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესაფასებლად.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ორივე ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.
2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების პროცესში ჩართვა პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge