კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111214151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით

4 ოქტომბერი, 2017

2 და 3 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განხილეს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის 2017 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ანალიზის დოკუმენტი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი მოდულური და დუალური სწავლების კონტექსტში.

ასევე, მხარდაჭერის ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს 2017 წლის მეორე ეტაპის შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოკვეთილი პრობლემები და რეკომენდაციები. შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმა მხარდაჭერის 2017 წლის  მესამე ეტაპის სამუშაო აქტივობები. ასევე, განიხილეს დაწესებულებების შიდა მხარდაჭერის ჯგუფებისთვის მომზადებული ელექტრონული კითხვარი.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ 2017 წელს განხორციელებული მონიტორინგის, რეავტორიზაციის, მოდულური პროგრამების დამატების ვიზიტების შედეგად, ექსპერტთა დასკვნებში ასახული მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზიც. აღნიშნულ საკითხებზე მათი მხრიდან დაწესებულებებში ყურადღების გამახვილების მიზნით.

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge