კალენდარი

arrow იანვარი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
232425262728
293031    

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გრძელდება

19 ოქტომბერი, 2017



18 ოქტომბერს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ქუთაისში, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა დასავლეთ საქართველოში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა შესავალი პრეზენტაცია ავტორიზაციის სტანდარტების განახლების საჭიროებებისა და იმ მასალების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მომზადდა დოკუმენტი, ასევე, დეტალურად იქნა განხილული სტანდარტების პროექტი. მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გაზიარებული იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge