კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
131415161718
19
20212223242526
27282930   

სიახლეები

სემინარი - „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება უკეთესი კვალიფიკაციებისათვის საქართველოში“

23 ოქტომბერი, 2017


23-24 ოქტომბერს, სასტუმრო ციტრუსში, ევროპის სატრენინგო ცენტრის (ETF) მხარდაჭერით იმართება სემინარი „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (NQF) განვითარება უკეთესი კვალიფიკაციებისათვის საქართველოში“, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან. 


ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ეს სემინარი ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (NQF) შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოები და მათი მთავარი სარგებელი უფრო მრავალფეროვანი საზოგადოებისა და ეკონომიკის შეცვლისაკენ; ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ჩართვისა და არსებული და ახალი კვალიფიკაციის დონის განსაზღვრის საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს კვალიფიკაციის რეესტრების და ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესახებ. 

სემინარზე წარმოდგენლი იყო საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ანალიზის შედეგები, რომელიც ჩატარდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ETF-ის მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე, არსებული მიღწევები და გამოწვევები და საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge