კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

25 ოქტომბერი, 2017



25 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა კრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი, ლიტვის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და სამედიცინო აკადემიის პროფილაქტიკური მედიცინის განყოფილების უფროსი, ლინას სუმსკასი.
საერთაშორისო ექსპერტი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პრგრამას შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge