კალენდარი

arrow იანვარი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
232425262728
293031    

სიახლეები

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეფორმა გრძელდება

27 ოქტომბერი, 2017


25-26 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრები ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან დაკავშირებით. შეხვედრებს ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო და საერთაშორისო ექსპერტი ჰორასი დებოვსკი უძღვებოდნენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ედუარდა კასტელ-ბრანკომ განახლებულ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარუდგინა. შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს კვალიფიკაციის რეესტრების შექმნისა და პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განახლებული დოკუმენტების დანერგვის და რეფერენსირების სამოქმედაო გეგმის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა განიხილეს ცენტრის არსებული მიღწევები და გამოწვევები და საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge