კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
131415161718
19
20212223242526
27282930   

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა

30 ოქტომბერი, 2017


მიმდინარე წლის 27 და 28 ოქტომბერს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დაბა გუდაურში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებსა და პროცედურებზე, ასევე, მონიტორინგის საკითხებზე. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის პროცესებში არსებული გამოწვევებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე ავტორიზაციის საბჭოს წევრებისა და ავტორიზაციის ექსპერტების ჩართულობით მოხდა პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის მეთოდოლოგიის განხილვა და მოსაზრებების შეჯერება. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის განხილვა.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავტორიზაციის საბჭოს ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ აისახება მოდულური (მათ შორის დუალური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესზე.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge