კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
131415161718
19
20212223242526
27282930   

სიახლეები

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში პილოტირების პროცესი იწყება.

31 ოქტომბერი, 2017


31 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასების ჩასატარებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა. შეფასება ახალი , ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარდება.
ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ბასტიან ბაუმანი (გერმანია), რომელიც ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EQAA) აღმასრულებელი დირექტორი და DAAD-ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტია. მას ასევე აქვს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრ სხვადასხვა ქვენაში ინსტიტუციურ შეფასებებში მონაწილეობის გამოცდილება. ექსპერტთა ჯგუფში ასევე მონაწილეობს დოქტორი პიტერ პურგი, რომელიც სლოვენიის ნოვა გორიკას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სლოვენიის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს საბჭოს წევრია.
შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი. შემფასებელთა ჯგუფს უხელმძღვანელებს უცხოელი ექსპერტი, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით,საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა საავტორიზაციო შეფასებებში სავალდებულო კომპონენტად განისაზღვრა.
პირველი საპილოტე ინსტიტუციური შეფასება 1-3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ(სეუ)ში ჩატარდება. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ინსტიტუციური შეფასების გამოცდილების მიღების მიზნით, პილოტირების პროცეს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოდგენილები დააკვირდებიან. .
2017 წლის ბოლომდე პილოტირება ასევე განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პილოტირება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge