კალენდარი

arrow ნოემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
131415161718
19
20212223242526
27282930   

სიახლეები

უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით პილოტირების პროცესი გრძელდება

6 ნოემბერი, 2017


დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასების განსახორციელებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა. შეფასება ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარდება.

ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ლინგვისტი ლუსია ჩოკი (სლოვენია), რომელიც 2000-2002 წლებში სლოვენიის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იყო EUA-ს ექსპერტი და პრომორსკის უნივერსიტეტის პროფერორი. ექსპერტთა ჯგუფის წევრია შოტლანდიისა (QAA) და რუმინეთის (ARACIS) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ექსპერტი ანკა პროსაკარიუ (რუმინეთი), რომელიც რუმინეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველიცაა.

უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი. შემფასებელთა ჯგუფს უხელმძღვანელებს უცხოელი ექსპერტი, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა საავტორიზაციო შეფასებებში სავალდებულო კომპონენტად განისაზღვრა.

უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულების მეორე საპილოტე ინსტიტუციური შეფასება 7-9 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ინსტიტუციური შეფასების გამოცდილების მიღების მიზნით, პილოტირების პროცესს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმოდგენილები დააკვირდებიან.

2017 წლის ბოლომდე პილოტირების პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც განხორციელდება.

პილოტირება ხორციელდება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge