კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების ახალ დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა გრძელდება

21 ნოემბერი, 2017


17 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელი ჯგუფები დაკომპლექტდა შემდეგი მიმართულებით: მასწავლებლის ზოგად კომპეტენციებზე მომუშავე ჯგუფი; დაწყებითი განათლების კომპეტენციებზე მომუშავე ჯგუფი; საგნობრივი სწავლების კომპეტენციებზე მომუშავე ჯგუფი; ინკლუზიური განათლების კომპეტენციებზე მომუშავე ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კერძო სკოლების ასოციაციის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების მუშაობის თაობაზე პერიოდულად აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნული გარემოება შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი კომპეტენციის ფარგლებში და, სურვილისამებრ, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ზემოთ დასახელებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა ან/და შექმნილი პროდუქტის საჯარო განხილვაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-განხილვის პროცესში.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge