კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

საექთნო საქმის მიმართულების ქართველი და გერმანელი სტუდენტების შეხვედრა გაიმართა

21 ნოემბერი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საექთნო მიმართულების ქართველი და გერმანელი სტუდენტების შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში გერმანელი და ქართველი სტუდენტები ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა კელნერმა წარმოადგინა პრეზენტაცია გერმანიაში, პროფესიული განათლების სისტემაში საექთნო განათლების როლისა და ადგილის შესახებ.

შეხვედრაზე ფარგლებში ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ისაუბრეს სწავლა-სწავლების პროცესის თავისებურებებზე, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება, მათ შორის სტუდენტთა როლი და ჩართულობის მექანიზმები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განხორციელებაში.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge