კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

ვეტერინარიის ირგვლივ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებები მიმოიხილეს

29 ნოემბერი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 28 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ვეტერინარიის ირგვლივ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებები მიმოიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ვეტერინარია განისაზღვრა რეგულირებად პროფესიად. აღნიშნული ცვლილებით ვეტერინარია 300-კრედიტიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამად განისაზღვრა. შესაბამისად, 2017 წლის შემდეგ აღარ განხორციელდება ჩარიცხვა ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამაზე.

ახალი რეგულაციის თანახმად კურსდამთავრებულს მიენიჭება ვეტერინარიის მაგისტრის კვალიფიკაცია, რომელიც სწავლის გაგრძელებას შეძლებს დოქტორანტურის საფეხურზე ან დამოუკიდებელი სავეტერინარო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ განსაზღრულ შესაბამის სასერტიფიკატო გამოცდას.

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის შინაარსი და მოცულობა სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკასთან და შესაბამის მარეგულირებელ აქტებთან. შეგახსენებთ, რომ ვეტერინარია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის მიერ 2005 წლიდან არის ევროპაში ერთ-ერთი რეგულირებადი პროფესია.

აკადემიური განათლების პარალელურად ახალი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის ვეტერინარიის 2-წლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი. ვეტერინარიის პროფესიული დიპლომის მქონე პირს უფლება, აქვს დასაქმდეს ვეტერინარის ასისტენტად (ვეტერინარი ტექნიკოსი) ან სწავლა გააგრძელოს ვეტერინარიის 300-კრედიტიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც შესაძლბელი იქნება პროფესიული კვალიფიკაციის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების აღიარება ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის მიზნებისთვის. პროფესიულში დაგროვებული კრედიტების აღიარების შესაძლებლო აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის შესაძლებელი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

60-კრედიტიანი პროგრამა განკუთვნილი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის კვალიფიკაცია. ისინი 1-წლიანი სწავლებით გაუთანაბრდებიან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს და ცოდნის შევსებას შეძლებენ. კურსის დასრულების შემდეგ კი ექნებათ უფლება, გავიდნენ ვეტერინარიის სასერტიფიკატო გამოცდაზე ან სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურაში.

უკვე დაგეგმილია ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართულნი. შეხვედრების მიზანია ვეტერინარიის პროფესიული მოდულებისა და ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტის შექმნა.


ცვლილებების განხორციელებამდე ვეტერინარია ისწავლებოდა ბაკალავრიატში და 5-საფეხურიანი საგნობრივი პროგრამა პროფესიულში.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge