კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

მედიცინის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა გაიმართა

29 ნოემბერი, 2017


28 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა გაიმართა. მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დარგობრივი მახასიათებლის პროექტი საჯარო განხილვის ფორმატში წარუდგინა დაინტერესებულ მხარეებს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, დამსაქმებლებს, დარგის პრაქტიკოს-ექსპერტებს).

საჯარო განხილვის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილი პროექტის დახვეწის მიზნით, სარეკომენდაციო წინადადებები შეთავაზეს სამუშაო ჯგუფის წევრებს. საჯარო განხილვის ფორმატში მუშაობის შედეგების შეჯამებისას, დამსწრე საზოგადოებამ შემუშავებული დარგობრივი მახასიათებელი დადებითად შეაფასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობა დაადასტურა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge