კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების ახალი დარგობრივი მახასიათებელის შემუშავების პროცესი გრძელდება

30 ნოემბერი, 2017


29 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მასწავლებლის მომზადების დარგობრივ მახასიათებელზე მომუშავე, „ზოგადი კომპეტენციების შემმუშავებელი“ ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაფართოებული შეხვედრის ფორმატში წარიმართა. საბჭოს წევრებისა გარდა, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ მოწვეული სტუმრებიც: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სკოლების ასოციაციის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების მუშაობის თაობაზე კვლავ აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა ან/და შექმნილი პროდუქტის საჯარო განხილვაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-განხილვის პროცესში.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge