კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

მედიცინის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი დადებითად შეფასდა

1 დეკემბერი, 2017


29 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დასრულებული პროექტი განიხილა.

მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილი პროექტის საბჭოზე განხილვას წინ უძღოდა სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვები, აგრეთვე, საერთაშორისო ექსპერტიზა (პროექტის სამუშაო ვერსია განსახილველად გადაეგზავნათ მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის მრჩეველსა და საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც შექმნილი პროდუქტი დადებითად შეაფასეს და საერთაშორისო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობა დაადასტურეს).

მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლების აუცილებლობა განაპირობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილმა ვალდებულებებმა, აგრეთვე, დარგის განვითარების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებთან (WFME), თუინინგის სახელმძღვანელოსთან (A TUNING Guide to Designing and Delivering an Outcomes-Based Undergraduate Medical Curriculum) და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებთან შესაბამისად შემუშავება-განხორციელებისა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების საჭიროებამ.

მედიცინის მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრებმა, აგრეთვე სხდომაზე დამსწრე დაინტერესებულმა მხარეებმა, დადებითი შეფასება მისცეს დარგობრივი მახასიათებლის წარმოდგენილ პროექტს, დაადასტურეს მისი მაღალი ხარისხი, შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან, აგრეთვე, უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან.

საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დასამტკიცებლად წარდგენის რეკომენდაციას.

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge