კალენდარი

arrow იანვარი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
293031    

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს ვიცე პრეზიდენტი ეწვია

13 დეკემბერი, 2017


დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია ქათი დუკარტესი - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი და ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი თავმჯდომარე.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებული ცვლილებების, ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ.

ქათი დუკარტესი შეისწავლის ცენტრის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანების თაობაზე.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge