კალენდარი

arrow თებერვალი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151617
18
19202122232425
262728    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით გრძელდება

24 იანვარი, 2018

 

23 იანვარს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მასწავლებლის განათლების, უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საფუძველზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების განხილვასა და დაინტერესებულ მხარეთა კონსულტირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სკოლების ასოციაციის, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამის შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, პროგრამების შემუშავება-აკრედიტირებისა და განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებსა და მათი პრევენციის გზებზე.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge