კალენდარი

arrow თებერვალი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314151617
18
19202122232425
262728    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ავტორიზაციის პილოტირების პროცესი აწსუ-ში

8 თებერვალი, 2018


2018 წლის 24-25 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ინიცირებით, განახლებული, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად, პილოტირების პროცესი განხორციელდა. უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასების პროცესში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო უცხოელი ექსპერტი. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები იყვნენ: 

1. ENQA-ის ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპერტი, მასარიკის უნივერსიტეტის(ჩეხეთი) პროფესორი - მილან პოლი;
2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - ირინე დარჩია;
3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ნიკოლოზ ფარჯანაძე.
4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - რუსუდან სანაძე.

ექპერტთა ვიზიტის დღეებში, წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ინტერვიურების პროცესში ჩართული იყო აწსუ–ის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლი, აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, თვითშეფასების პროცესში ჩართული ყველა პირი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. შეხვედრები მიმდინარეობდა ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესაბამისად საკითხების განხილვისა და არსებული სიტუაციის ანალიზის რეჟიმში. პილოტირების ბოლოს შემაჯამებელ შეხვედრაზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს გააცნო ძირითადი საკითხები, რომელთა განხილვის შედეგად უკვე შემუშავებულია სამოქმედო გეგმები, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს ავტორიზაციის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge