კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

სიახლეები

გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის ლექცია

29 თებერვალი, 2016

29 თებერვალს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. სტუმრობის მიზანი გერმანული გამოცდილების გაზიარებაა.

ლექციაზე პროფესორმა გრიმმა ისაუბრა გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების, ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. მან ლექციის დამსწრეებს გააცნო სადოქტორო, რეგულირებად და ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები. ასევე აკრედიტაციის სახეები (პირობითი აკრედიტაცია) და მისი მომდევნო პროცედურები. ბოლო სესიაზე პროფესორმა გრიმმა ისაუბრა აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის პროცედურების ექსპერტთა ტრენინგებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
ლექცია პირველ მარტს დასრულდება. გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე ისაუბრებს გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს სტრუქტურისა და ფუნქციების, ასევე შიდა რეგულაციებისა და წევრების პასუხისმგებლობის შესახებ.
სემინარის ბოლოს პროფესორი მიმოიხილავს აკრედიტაციის იერარქიას (უნივერსიტეტები, ეროვნული სააგენტოები, ENQA).
ლექცია Erasmus Plus-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ტარდება. სემინარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებიან.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge