კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11
121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

28 აპრილი, 2016


გაცნობებთ, რომ დამტკიცდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების წლიურ ანგარიშის ახალი ფორმები.

როგორც მოგეხსენებათ, ავტორიზებული დაწესებულება (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) ყოველწლიურად 1 მაისიდან 30 ივნისამდე ცენტრში ელექტრონული ფორმით წარმოადგენს თვითშეფასების წლიურ ანგარიშს/ანგარიშებს.

განახლებული თვითშეფასების წლიური ანგარიშების თანახმად, დაწესებულებებმა განვლილი სასწავლო წლის შეფასების შედეგად უნდა გაანალიზონ თითოეული სტანდარტის მიხედვით განხორციელებული ცვლილებები, შედეგები, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები. ასევე, აღწერონ თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობა და მიუთითონ აღნიშნულ პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულები ან/და პირები.

განახლებული თვითშეფასებების ანგარიშებში უმაღლესმა და პროფესიულმა დაწესებულებებმა სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების ენა. დაწესებულებებმა თვითშეფასების ანგარიშებში ასევე უნდა ასახონ აქტიური, სტატუსშეჩერებული და სსსმ სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/მოსწავლეების რაოდენობა.

იხილეთ განახლებული თვითშეფასების წლიური ანგარიშები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge