ლეგალიზაცია და აპოსტილი

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი  სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის აუთენტურობის დამოწმებას, ასევე დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დოკუმენტის როგორც ორიგინალი, ისე სანოტარო წესით დამოწმებული  ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
 
 
პროცედურა
 
საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაციის (ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელება) და აპოსტილით დამოწმების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1. განცხადება (განცხადების ფორმა ივსება ცენტრში);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
 
საბანკო რეკვიზიტები:
 
მიმღები:                        საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 
                                         განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი                              
მისამართი:                     ქ. თბილისი, 0193, ალექსიძის ქ. №1
 
ბანკი - სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”  
ბანკის კოდი - BAGAGE22 
ანგარიშსწორების ანგარიში - GE66BG0000000344269500 
საიდენტიფიკაციო კოდი - 202330566