ხშირად დასმული შეკითხვები - FAQs

1. რას შეადგენს  ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების საფასური?
ერთი საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების ღირებულებაა 20 ლარი;
 
2. დიპლომი და დიპლომის დანართი ერთ დოკუმენტად განიხილება?
დიპლომი და დიპლომის დანართი, ასევე ატესტატი და  ნიშნების ფურცელი ცალ-ცალკე დოკუმენტად განიხილება;
 
3. არის თუ არა საჭირო მინდობილობა სხვა პირის მიერ დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში?
განცხადების სხვა პირის მიერ  წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილობა  არ არის საჭირო;
 
4. რა ვადაში ხდება  დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება? 
დოკუმენტის ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელება ან აპოსტილით  დამოწმება  ხდება განცხადების ჩაბარებიდან 10  სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა თუ დოკუმენტი ხარვეზიანია).