თანამშრომლობა საერთაშორისო ასოციაციებთან

2013 წლის 22 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ მას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) (European Association for Quality Assurance in Higher Education) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.


საქართველო, როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა 2005 წლიდან, მუდმივად ნერგავს სიახლეებს განათლების სისტემაში, რითაც სულ უფრო მეტად იმსახურებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ნდობას. თავის მხრივ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლებაზე, მიზნად ისახავს განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში ჩართვას.

ENQA-ში გაერთიანებულია ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის 90-მდე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო თუ საჯარო სტრუქტურა. ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო მაგალითებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. ასოციაციის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერება. იგი ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა ევროპაში. ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და ამაღლების პროცესში და ვრცელდება ბოლონიის პროცესის ხელმომწერი ქვეყნების მასშტაბით.

ENQA-ს აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპის ერთიან უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისთვის. ამ სტატუსით ევროპაში გაიზრდება ცენტრის ცნობადობა, ამაღლდება მისი ნდობის მაჩვენებელი.

მომავალ წელს ცენტრი მიზნად ისახავს ENQA -ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვებას, რაც მნიშნელოვნად გაადვილებს განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესს.

მსგავსი ბმულები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ENQA-ს აფილირებული ორგანიზაცია გახდა

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge