მობილობის ეტაპები და ვადები

რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები 


პირველი ეტაპი:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით;
2. რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვის ვადა - 2018 წლის 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით;


მეორე ეტაპი:

2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა - მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.


მესამე ეტაპი:

1. რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 27 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა - 2018 წლის 28 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.


მეოთხე ეტაპი:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 2 (ორი) სამუშაო ვადაში;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა - ბრძანების გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge