კალენდარი

arrow თებერვალი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920212223
24
25
262728    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციიის საბჭო

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელთა წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. 

ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. საბჭოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების

ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა:

ქეთევან ჯაყელი – ა(ა)იპ - საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, საბჭოს თავმჯდომარე; 

ელგუჯა მელაძე − ა(ა)იპ − საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 

ნინო ჩიქოვანი − საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; 

მამია ჯანჯალია − სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორი; 

მალხაზ შურღულაია - ა(ა)იპ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობის პროფესიული (დუალური) განათლებისა და კვალიფიკაციების ექსპერტი; 

ეკატერინე ნარეშელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო ჯგუფის უფროსი; 

ანასტასია ქიტიაშვილი - სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს (MCA - Georgia) პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტ, საბჭოს მდივანი; 

მიხეილ ჭელიძე - ა(ა)იპ - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი; 

ელენე ალადაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი, ა(ა)იპ - სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ფილიალის საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და განვითარების დირექტორი; 

მანანა მახარაშვილი - შპს „საზოგადოებრივ კოლეჯ Natali Academy-ს“ ხარისხის მენეჯერი; 

თამარ ტაბიძე - ა(ა)იპ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესიული განათლების ექსპერტი.

 

  
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 13 სექტემბრის №245 ბრძანება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს №256 ბრძანება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №311 ბრძანება

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge