მისია და ხედვა

მისია
ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, საგანამანათლებლო დაწესებულებებში ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მართვის პრაქტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა და ქვეყნის განათლების სისტემის მიმართ ნდობის უზრუნველყოფა.

 

ხედვა
ცენტრის ხედვაა საქართველოში მიღებული განათლების ხარისხი სრულად პასუხობდეს ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო ქვეყანაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სფეროში ცენტრი იყოს წამყვანი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა და აღიარება, როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო დონეზე.

ღირებულებები
ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მისი უმთავრესი ღირებულებებია:

თანამშრომლობა
დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფა. და მათი ჩართულობის
დამოუკიდებლობა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ფუნქციონირების მიუხედავად ცენტრის დამოუკიდებლობა საქმიანობის განხორციელებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.

განვითარება
საკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასება და გაუმჯობესება.

პროფესიონალიზმი
თანამშრომელთა კვალიფიციურობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება;
მომხმარებელთა მიმართ პატივისცემა და მათზე ორიენტირებულობა.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge