კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრები

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრები

ივანე ჩხაიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრიის N4 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შპს "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი

კახაბერ ჭელიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი

გიორგი ბაქრაძე - ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი

დიმიტრი კორძაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი

დავით გაგუა - შპს - "დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის" პროფესორი, შპს "გაგუას კლინიკის" გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი;

ნინო შარაშიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, შპს "კლინიკური კარდეოლოგიის ინსტიტუტისა" და შპს "სამედიცინო ცენტრ ციტოს" ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი;

თამარ გვასალია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გიორგი გოცაძე - შპს "მედი ქლაბ ჯორჯიას" კლინიკური დირექტორი, ა(ა)იპ - საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ზურაბ ფაღავა - შპს "სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის" კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი;

თამარ კეზელი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეაპრტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი;

დავით კობეშავიძე - შპს - "იმედის კლინიკის" დირექტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი;

პაატა ბუკია - სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფორსის მოადგილე;

ხათუნა ზალდასტანიშვილი - სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფორის;

გიორგი ხუფენია - სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული მზადების სამმართველოს უფროსი;

ამირან გამყრელიძე - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერელური დირექტორი;

პაატა იმნაძე - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;



უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 7 მარტის №47 ბრძანება

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge