კალენდარი

arrow სექტემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920222324
252627282930 

კოპენჰაგენის პროცესი

2002 წლის 30 ნოემბერს ევროკომისიისა და ევროპის 30 ქვეყნის პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ მიღებულ იქნა დეკლარაცია „პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“ (კოპენჰაგენის დეკლარაცია), რომელიც ქმნის საფუძველს ევროპაში ერთიანი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარებისათვის.
 
კოპენჰაგენის პროცესის მიზნია, ხელი შეუწყოს  ეროვნული პროფესიული განათლების სისტემებს შორის გამჭვირვალობის ამაღლებას და ურთიერთნდობას, პროფესიული კომპეტენციებისა და კვალიფიკაციების აღიარებას, მობილობასა და მთელი ცხოვრების განმავლობაში განათლების ხელმისაწვდომობას. ამასთან, კოპენჰაგენის პროცესი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს პროფესიული განათლების ხარისხი და გახადოს იგი მიმზიდველი.
 
ამჟამად კოპენჰაგენის პროცესში ჩართულია ევროპის 33 ქვეყანა. იმის გამო, რომ კოპენჰაგენის პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, საქართველო არ არის პროცესის მონაწილე, თუმცა ეს ფაქტი არ არის დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ საქართველოში, პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმამ უზრუნველყოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge