კალენდარი

arrow თებერვალი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181921222324
25262728   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

WORLDSKILL GEORGIA

WorldSkills Georgia-ს წარმატებული სტარტი

11 ივლისი, 2013


გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დასრულდა WorldSkills-ის პროფესიული უნარების 42-ე საერთაშორისო კონკურსი. საქართველომ კონკურსში წელს პირველად ასოცირებული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ლაიფციგში საქართველოს Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდის 3 მონაწილე წარმოადგენდა: ვებდიზაინერი უჩა ღვინიაშვილი, შემდუღებელი ევგენი მოროზოვი და მზარეული თინათინ იორდანიშვილი.

WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

2013 წლის 2-7 ივლისს 52 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე ერთმანეთს 46 პროფესიულ უნარში ეჯიბრებოდა. ლაიფციგის უზარმაზარი საგამოფენო სივრცე სავსე იყო გულშემატკივრებითა და ვიზიტორებით. გახსნისა და დახურვის ცერემონიის ჩათვლით კონკურსს 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მედიის 1000 აკრედიტებული წარმომადგენელი.

საქართველოს გუნდის წევრმა, ვებდიზაინერმა უჩა ღვინიაშვილმა, წარმატებული ასპარეზობისთვის 2 მედალი დაიმსახურა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, მან კონკურსის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიაზე მიიღო მედალი Best of Nations და დაჯილდოვდა წარმატების მედლით-Medallion of Excellence.

WorldSkills-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა საიმონ ბართლიმ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს WorldSkills International-ის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ Worldskills Georgia-ს ოფიციალურ დელეგატს, მარინა ჟვანიას, ტექნიკურ დელეგატს, უტა ბაიერს, ექსპერტებს - სერგო კარაკოზოვს (ვებდიზაინერი), გაბრიელ ვატიტაძეს (შემდუღებელი), როდამ ხიდეშელს (მზარეული), კონკურსის მონაწილეებსა და გუნდის ლიდერ მაკა ბერაიას.

WorldSkills-ის 42-ე კონკურსის გამარჯვებულებს შორის ლიდერი კორეის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც 32 მედლის მოპოვება შეძლო. მომდევნო კონკურსი 2015 წელს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში 11-16 აგვისტოს გაიმართება.

WorldSkills-ის 42-ე კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.worldskills.org

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge