კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

WORLDSKILL GEORGIA

Worldskills Georgia-მ ბიზნესის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

10 ივლისი, 2014


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ბიზნესის განვითარების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოში მოქმედი ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ფონდები.

 
ფორუმსა და გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივმა პროექტმა Worldskills Georgia-მ. ფორუმში მონაწილეობის მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. 
 
ფორუმზე Worldskills Georgia-ს ოფიციალურმა დელეგატმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მარინა ჟვანიამ პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართა. „Worldskills-ი ხსნის კარს ახალ სამყაროში და სცილდება ქვეყნების საზღვრებს. ნებისმიერი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური სიძლიერე დამოკიდებულია მაღალი დონის პროფესიული უნარების მქონე სამუშაო ძალაზე,“ - აღნიშნა მარინა ჟვანიამ.
 
2013 წელს Worldskills Georgia გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების ხელშეწყობაა.
 
WorldSkills Georgia-ს პირველი ეროვნული შეჯიბრება სამ პროფესიაში: შედუღება, ვებდიზაინი და სამზარეულო საქმე 2013 წლის თებერვალში ჩატარდა. გამარჯვებულებმა 2013 წლის 2-7 ივლისს მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში გამართულ WorldSkills-ის 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში. ქართველმა  ვებდიზაინერმა „ბრწყინვალების მედალი“ დაიმსახურა და  კონკურსზე ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლად დასახელდა. 2014 წლის შემოდგომაზე თბილისში WorldSkills Georgia-ს მეორე ეროვნული შეჯიბრების ჩატარება იგეგმება. ასპარეზობაში გამოვლენილი წარმატებული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ  WorldSkills-ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიაში გაიმართება.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge