კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

WORLDSKILL GEORGIA

WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრი ჩატარდება

24 ნოემბერი, 2014

2014 წლის 18 - 21 დეკემბერს  თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე. 

WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს  24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ  WorldSkills Georgia -ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge 

3 დეკემბრიდან 5 დეკემბრის  ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს  რიგით მეორე ეროვნული  შეჯიბრების მონაწილეებს. 

თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი - შეირჩევა მაქსიმუმ 18, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთდროულად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღოს 18 მონაწილემ.

WorldSkills Georgia 2014 - ეროვნულ  შეჯიბრებაში  გამარჯვებული ექვსი  ახალგაზრდა, (თითოეულ პროფესიაში  სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ ადგილებზე  გასულები) მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში. 

WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი - WorldSkills Georgia - 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა/ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით. 

2012 წლიდან  WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.

2013 წლის 16-17 თებერვალს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა პირველი ეროვნული შეჯიბრება სამ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, ვებდიზაინი, შედუღება.  გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართა 2013 წლის ივლისში გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.

საქართველოს გუნდმა შეძლო ვებდიზაინში ჯილდოს მოპოვება. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION OF EXCELLENCE და მედლით - BEST OF NATION. ეწვიეთ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს www.worldskills.ge 

Worldskills Georgia 2014 ეროვნული შეჯიბრის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო აფხაზეთის ხმა და ტელეკომპანია რუსთავი 2 - „დილა მშვიდობისა საქართველო“.

მხარდამჭერები: სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ და „ნატალი აკადემია“, წყლის და გაზის ტექნოლოგიების კომპანია-GEOTURAN, “გარდენია”, ITDC, TK group და საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge