კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121315161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

WORLDSKILL GEORGIA

Worldskills International-ის პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიოს ახალგაზრდებს და პირველი წარმატება

3 აგვისტო, 2015

15 ივლისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულა მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით Worldskills International-ის პრეზიდენტმა, საიმონ ბარტლიმ მიმართა Worldskills-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღის აღნიშვნაში, მოემზადებინათ მოკლე ვიდეო საკუთარი პროფესიული უნარის შესახებ და აეტვირთათ მითითებულ  მისამართზე. (იხ. მიმართვა)

ჩვენი გუნდის წევრმა, ფლორისტმა, ანა ვაშაძემ მოამზადა ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია მისი ერთი სამუშაო დღე, ასევე მცირე ინფორმაცია მისი ცხოვრებიდან და ატვირთა მითითებულ მისამართზე.    რამოდენიმე დღის შემდეგ ანამ მიიღო მეილი, სადაც მას ულოცავდნენ გამარჯვებას: “ I would like to congratulate you on your wonderful video. Your video was very beautiful and well composed.”- Michelle Bussey. სან-პაულოში, Worldskills International-ის პრეზიდენტი, საიმონ ბარტლი ანას Samsung-ის პლანშეტით დაასაჩუქრებს. (იხ. ვიდეო)

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge