კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

WORLDSKILL GEORGIA

პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა

22 სექტემბერი, 2015
საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა.  კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

ღონისძიოების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტთა გამოფენა, მუსიკალური წარმოდგენა და WorldSkill-ის კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა.

საზოგადოების ინფორმირებულობის  გაზრდის მიზნით, კვირეულის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, GIZ-ის წარმომადგენლები და WorldSkills Georgia-ს გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების ბრენდირებული ავტობუსით,   სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სტუმრობდნენ, ადგილობრივი თვითმმართველოსბის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ხვდებოდნენ, ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს პროფესიულ პროგრამებზე და მათ შეკითხვებს პასუხობდნენ. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში ღია კარის დღეეები იმართებოდა.

ღია კარის დღეებში კოლეჯის ბაზაზე სპეციალური საგამოფენო სივრცე იყო მოწყობილი, სადაც დაწესებულებას წარმოდგენილი ჰქონდა საკუთარი სტენდი, ბუკლეტები, საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი,  სტუდენტების ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ კვირეული დაემთხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პერიოდს და დადებითი გავლენა მოახდინა დაინტერესებული პირების ინფორმირებულობის  კუთხით. ღია კარის დღეებს ესწრებოდნენ აპლიკანტები, სტუდენტები და მათი მშობლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, თვითმართველობის წარმომადგენლები  და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge