კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
1011121314
15
16
17181920212223
24252627282930
31      

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

24 ივნისი, 2016

23 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს სავალდებულო ზოგადი მოდულები, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები და სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსის ტექნიკური მახასიათებლები.

დარგობრივმა საბჭომ, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს ინტერპერსონალური კომუნიკაციის სავალდებულო ზოგადი მოდულის, რაოდენობრივი წიგნიერების სავალდებულო ზოგადი მოდულის, ბაღის დიზაინერის, ვიდეო ოპერატორის, ტელე-რადიო მემონტაჟის პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე, დადებითი რეკომენდაცია გაუწია მუსიკის რეპეტიტორის, პიანისტ-აკომპანიატორის, იუველირის, მემინანქრის, ფოტოგრაფისა და მქარგავის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი სასწავლო გარემოსა და მინიმალური მატერიალური რესურსების ბაზებისთვის შემუშავებული ტექნიკური მახასიათებლების მიღებას.

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge