კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
28293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

9 ნოემბერი, 2016

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა გასული წლიდან მიმდინარეობს. მიმდინარე წელს კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება დაიწყო.
რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თბილისში, ეტაპობრივად მართავს შეხვედრებს..
მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის SBA, შპს-„ორიენტირისა“ , სსიპ-საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის, სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის", შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის, შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“, სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისისა“ და საზოგადოებრივი კოლეჯი შპს-ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge